***

როგორც დაღლა, ისე მძიმედ მაზის ზურგზე დრო…
როგორც მზე, ისე მწვავენ აპრილის დღეები…
შემოდგომის ემბრიონს ხშირად ვხედავ ძალზედ შორს
მხოლოდ შენ მიხვდები, ძველ რითმს გაურბიან ჩემი ლექსები.
აღარ მენატრები და შრება სველი ტილო სხეულზე დაფენილი.
სიცხით ვავადმყოფობ, ქრება თვალებით ნაჩუქარი სითბო…
შავ-თეთრ ზმანებებს უკვე აღარ მოაქვთ თრობა და სიგიჟე,
ცხოვრებას თავს ვანებებ.
საბანს გადავიხდი და დღესვე გივიწყებ!
ფარდის შრიალში ჩუმად სძინავს შენს მშვიდ სუნთქვას,
მე კი ვეთიშები ხერხემალს და ვიწყებ ვარდნას…
გვერდით ჩავუვლი ცეცხლს, წყალს, ჰაერს
და უკვე მიწისკენ სისხლიც აღარ ბრუნავს.

დატოვე კომენტარი