ირაკლი ჩარკვიანი

ველაფერი დაიწყო რვა წლის წინ, როცა ცამეტი წლისამ აღმოვაჩინე ირაკლი ჩარკვიანი.  აი, ასე უბრალოდ.  აღმოვაჩინე, მოვუსმინე, მივიღე და დავიტოვე ჩემში! მახსოვს, მამაჩემის რეაქცია, როცა ირაკლის “taxi”ს დროინდელ სიმღერებს ვუსმენდი ბოლო ხმაზე. შვილო რატომ ყვირის ეს კაცი, იქნებ სხვა რამე ნორმალური ჩართოო. მე ნორმალური არ მომწონდა. ჰოდა, არ გამომირთავს. თანდათან ყველა შეეგუა ამას. მერე სხვებისგანაც ესმოდათ მისი სახელი და გვარი. ბოლოს “ვუმღერი ყველა გოიმსო”, თვითონვე თქვა და პრინციპში მალევე წავიდა. წავიდა რა, უბრალოდ წამოწვა და გადაიფარა ბალახიანი მიწა, ეგ არის და ეგ! არც მინდა და არც ვაპირებ მეტის დაწერას, რადგან ვიცი, ჩემებურად შემომიტევს მისი ენერგია და გაჩერება გამიჭირდება. თან ის ისეთი ჩემია, მეუხერხულება მასზე წერა. უბრალოდ დავდებ ისეთ მასალას, რაც მეტნაკლებად უცნობია მასისთვის და ყველაზე ახლო და ნაცნობი ჩემთვის.

მინიმალური ბიოგრაფია

ირაკლიჩარკვიანი

დაიბადათბილისში 1961წელს.

განათლებაკლასიკურიფორტეპიანო (1967 – 74).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდასავლეთ ევროპისა და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პოეზიის საზაფხულო სკოლა – 1991.

თავისი პირველი სიმღერები დაწერა და შეასრულა 1976 წელს როკჯგუფარიშთან ერთად.

პირველი ლექსები და მოკლე მოთხრობები დაიბეჭდა საქართველოს ლიტერატურულ ჟურნალგაზეთებში 1983-1987 წლებში.  

მისი მეორე ჯგუფი იყოსაბავშვომედიცინაუკრავდნენ მოსკოვში და თბილისში. ასევე ჩაწერეს ალბომი, რომელიც არ გამოსულა.

საბავშვომედიცინამ 1988 წელს ჩაატარა რამოდენიმე საქველმოქმედო კონცერტი.

წელს დაიბეჭდა ირაკლის მოთხრობების კრებულიძველისათამაშოები.

არის რეაქტიული კლუბის თანადამაარსებელი.

1990 წელს კი გამოიცა ლექსების კრებულირეაქტიულიკლუბი, სადაც შესულია ირაკლის ლექსები.

1992 წელს გამოდის ირაკლი ჩარკვიანის პირველი სინგლი War is Over,

ამის შემდეგ კი პირველი ალბომი Svan Songs, რომელიც ჩაიწერა გემანიაში, კიოლნში.

1994-95 წლებში მან დაწერა მუსიკა ფილმისთვის ორფეოსისსიკვდილი.

1996 წელს ირაკლი ჩარკვიანი დააჯილდოვეს პრიზითსაუკეთესოა ლტერნატიული მუსიკოსი კომპოზიციისთვის მაწონი.

1997 წელს გამოდის მისი მეორე ალბომიაფრენდარამდენიმე ვიდეოკლიპი.

1998 წელს მისი რომანისწყნარი ცურვისფრაგმენტები იბეჭდება ლიტერატურულ პრესაში.

1999 წელსგამოდის სინგლისაქართველო,

2000 – უსაფრთხოება,

2001 – გამოიცა ალბომიამო.

 

ირაკლიჩარკვიანის

პირველი მოთხრობა, რომელიც 1984 . ჟურნალნობათშიგამოქვეყნდა.

სველმიწაზე

ექმიც კი ჩამოიყვანა იმ ელექტროშუქით განათებული ქალაქიდან, სადაც დაქორწინდნენ, მაგრამ თეთრხალათიანი მოხუცი ხელებს ცეცხლისკენ იშვერდა და ამბობდა, ომი არ იქნებაო. ქალი ზამთრის მიწურულს გარდაიცვალა. სიცხისგან იწვოდა. ყველაზე მაღალ სასახლეში ვიცხოვრებთო, ბოდავდა მომაკვდავი. კაცი გაჩუმდა, თითქოს მოერიდა თავისი სიტყვების, როგორ იმ საღამოს, როცა გიმნაზიის ჭიშკართან მომავალი მეუღლე გაიცნო. სახლთან ახლოს დაასაფლავა, იქ, მზის ჩასვლისას რომ იდგნენ ხოლმე და ჟანგიან ჭაობში ჩაძირული მატარებლის ბორბლებს გასცქეროდნენ. თან იმ დროზე ლაპარაკობდნენ, როცა მიტოვებულ სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა და დიდი ქალაქის შენებას დაიწყებდნენ. თავიდან ორნი ცხოვრობდნენ მხოლოდ, – ზამთარზაფხულ ბეწვიან ქურქში გახვეული დარაჯი და მისი ცოლი, დათვის ბელივით რომ დასდევდა უკან. ახლა მარტო დარჩენილი კაცი ღვინით სავსე თბილ ჭიქას ხელს არ უშვებდა, საღამოობით ქალის ნაჩუქარ რადიომიმღებს უსმენდა, რომელიც ჯიუტად ჟღურტულებდა, წიოდა, შაქარყინულივით ტკბილ და გაუგებარ ენებზე ლაპარაკობდა. ტახტზე წამოწოლილი დარაჯი ნისლში ჩაძირულ ქალაქებს წარმოიდგენდა. ესიზმრებოდა რომ გულაღმა იწვა და მატარებლებს ელოდა. მატარებლები კი გვერდს უვლიდნენ და შორიდან ესმოდა ესმოდა მათი ყრუ გულისცემა. მთვრალი რამდენჯერმე მოსაცდელისკენ წაბარბაცდა. მისთვის უცნობმა ძალამ წაიყვანა იქით, სადაც წლების მანძილძე არავინ შესულა ვირთხების გარდა. ხელებს იქნევდა. ‘სადა ხარ, მოგკლავ!’’ – უყვიროდა ვიღაცას, მოსაცდელში ჩამოწოლილ უკუნეთს მუშტებს უღერებდა.

ჩართულ რადიომიმღებს მომავალ მშენებლობაზე ელაპარაკებოდა. არწმუნებდა, რომ განთქმული მშენებელი გახდებოდა. რადიო კი უსტვენდა, კახპასავით კვნესოდა, ჟღრურტულებდა, წიოდა; მერე გამოაცხადეს, რომ აფრიკის რომელიღაც ქვეყანაში სამოქალაქო ომია, უკიდეგანო უდაბნოში ყუმბარები ფეთქდება და ადამიანები ერთმანეთს მოსაკლავად დასდევენო.

მალე დაიჭექა და ელვამ ნახევრად დაბნელებული მოსაცდელი გაანათა. მთელი ღამე წვიმდა. ის კი მარილიან ხორცს ძიძგნიდა, თლილ ჭიქას ეჩურჩულებოდა, თვალს ვერ წყვეტდა. დილასაც წვიმდა და აივანზე გამოსულმა თავის კიბესთან მკვდარი ცხოველივით ბეწვიანი გამცილებლის ქუდი დაინახა, რკინის მილებიდან მის სახლამდე წყალს რომ მოეტანა. პატარა გუბეები დიდ ტბად გადაქცეულიყო, ზღვის ყურეს დამსგავსებოდა ბორცვის ძირას გაშლილი მინდორი, რომელსაც ტყით დაფარული მთა ესაზღვრებოდა. ნაცრისფერ ცას და შავ ღრუბელს შესცქეროდა, ეკლესიის გუმბათივით რომ დამხობოდა მწვერვალს. ბუნდოვნად წარმოედგინა, რომ შორს ცხოვრება მიდის: ხალხი იბადება, აშენებს და კვდება. ის კი უცხო ენებზე მოლაპარაკე რადიომიმღებს არწმუნებს: ჩვენთვისაც მოიცლიან, მიტოვებულ პატარა სოფელში დიდი ქალაქის, ახალი სადგურის ასაშენებლად ჩამოვლენო. ‘დაიხრჩობა სადგური’ – იმეორებდა ყრუდ , როგორც საყვარელი ქალის სახელს მომაკვდავი და ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებოდა. თითქოს წვიმით დასველებულ ეკრანზე ხედავდა ცალკეულ წარმოდგენებს, ერთმანეთისგან განცალკევებულ ჩვენებებს, მუნჯური ფილმის სისწრაფით რომ მიიჩქაროდნენ, სიზმრებივით ერთომეორეს უსწრებდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ არ აძლევდნენ ფანჯარასთან მდგომ დარაჯს. ჭლექიანის ხრიალივით უსასრულო ჭექაქუხილიც აღარ ესმოდა მკვდარ სადგურს რომ აზანზარებდა, უხილავ ფილტვებში ყრუდ ხითხითებდა, ლორწოვან ნისლში ეფლობოდა, იძირებოდა, სიჩუმედ იქცეოდა. მატარებლები გუგუნებდნენ. გამაყრუებელი სირენები მომაკვდავი ქალის კივილივით და საკუთარ გულისცემასავით ჩაესმოდა, ყოველი კუნჭულიდან ძგერდა მონოტონური პულსაცია: დგდნდგდნდგდნთვაბრუ ეხვეოდა.

ჭექაქუხილი თანდათან მიწყდა, ფანჯარასთან მდგომი დარაჯი უშველებელი თეთრი ღრუბელივით მომავალ განთიადს შესცქეროდა. მთელი სოფელი წყალს დაეფარა. ნიავი უბერავდა და მთასავით ხორკლიანი იყო პატარა ყურედ გადაქცეული მინდორი, ტალახში ჩაფლული ლიანდაგი; ყავისფერი ბაქანიც დაახრჩო წვიმამ. მხოლოდ მოსაცდელი იდგა წყლის ზედაპირზე, ფანჯარა გამოაღო. თევზისა და სველი კირის სუნი იგრძნო. უცებ ყველაფერი ვერცხლისფრად განათდა, მთის წვერვალზე ჩამოწოლილი ღრუბელი გაიფანტა და კაცი ფანჯარასთან გაქვავდა, როცა მთასავით უზარმაზარი, ვერცხლისფერი გემი წყლით დაფარულ მინდორზე შემოცურდა. უნდოდა ეყვირა, ელექტროშუქით განათებულ ქალაქამდე მიეწვდინა ხმა, სადაც ყოველდღიურობით მთვრალი ხალხი ცხოვრობს. გემი მოსაცდელთან შეჩერდა. ფანჯრის რაფას ჩაჭიდებული დარაჯი კი თითქოს ვერ ამჩნევდა გემბანზე გადმომდგარ უცნობს, ქალურ ხელებს, გემისკენ რომ უხმობდნენ. დარაჯისათვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა თეთრებში ჩაცმული. ეძახდა, ხელებით თავისთან ეპატიჟებოდა. ღია ფანჯარასთან მდგომი კი სიყვარულზე და იმ დროზე ფიქრობდა, როცა ტალახიანი მიწა ჩექმებზე აეკიდება, იქ ჩაათრევს, სადაც საუკუნო სიმშვიდეა. იგრძნო, რომ ბევრად უფრო ღონიერია, ვიდრე მისი ერთი ციდა ცოლი, რომელსაც დიდი ქალაქის აშენებას ჰპირდებოდა მარადჟამს. ‘მე აქ დავრჩები’, – დაიყვირა მთელი ძალით და მის სახეზე ღიმილი გაქვავდა. გემი დაიძრა. უხმოდ გაცურდა და მთის მწვერვალთან თეთრი ღრუბელი გადაეფარა. კაცი კვლავ ღვინით სავსე ჭიქას მიშტერებული მთელ ხმაზე ჩართულ რადიომიმრებს ელაპარაკებოდა. ამბობდა რომ ოდესმე სოფელში უამრავი ხალხი ჩამოვიდოდა, თუ არადა, თვითონ ააშენებდა იმ დიდ და ყველასათვის უცნობ ქალაქს ….

დაე, იცოცხლონ . . .

გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.
ხომ იცი, როგორ უყვართ გათბობის მილები,
იქნებ ერთმანეთიც უყვართ?
მათ გაზურაზე უწევთ ცხოვრება,
ჩვენ დედამიწაზე,
მერე რა?
ერთიმეორისგან ვერ გაარჩევ,
სახელებიც არ ჰქვიათ,
როგორ ახარებთ სითბო და ტკბილი ჯემი,
რა მათი ბრალია, რომ არ იციან თავიანთი არსებობის შესახებ,
პლანეტებმაც ხომ არ იციან შერქმეული სახელები,
მაგრამ ბრუნავენ უმიზნოდ,
სივრცეში.
გემუდარები,
ნუ ხოცავ ტარაკნებს, დედა,
დაე, იცოცხლონ.


მაიმუნები ვართ

ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ…

“პირველი სიგარეტი პირველი ქალივით საყვარელია” – ცალფეხშიშველი ბავშვი (ძველი სათამაშოები)

მშვიდი ცურვა

ამონარიდები

“სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით,  უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.”

“ყველაზე დიდი გმირობა ხომ გმირობაზე უარის თქმაა”

“რა არ დაბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები.”

“შენ აღარ ზიხარ საკუთარი ტვინის ციხეში. სული მზად არის  კოსმოსში განზავებისთვის.”

“რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი, შეგიძლია დაწვე წყალზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო, მყუდრო და  უსასრულო სიღრმის სარკეს, რომელშიც შენამდე მილიონები იყურებოდნენ და შენს მერეც ჩაიხედებიან”

“რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო…”

“მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი”

“მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი”

“ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ქვია.”

“მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და დაგავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს.”

“დღესდღეობით კი ვაგრძელებ იმ სანუკვარი დღისათვის, როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რომელიც მარადიულობას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება, რომელიც არს ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა განსხივოსნება სრულად არ ასახავს იმ სისრულეს, რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ, მოკვდავთ, და მერე გვტოვებს იმ შიზოფრენიულ მორევში ხორცისა და ვნების, განცდისა და ვარდნის, სიმდაბლისა და მონობის. ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში ახწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.”

8 thoughts on “ირაკლი ჩარკვიანი


  1. ყველაზე კარგი პოსტი, ყველაზე პროტონებით გაჟღენთილი..
    მე შენ გაფასებ, ბლოგერო. ^^

  2. avtoro ragac mainteresebss>> charkvianis dzveli simgeraa klipi maxsovsss rom velosipedis saburabebze iyo gadagebuli da velosipedi rom midioda dzirs shemodgomis polebi cviodaa

  3. უძლიერესებს შორის უძლიერესია : ) ძალიან შემიყვარდა !!!! როდესაც მის სიმღრებს ვუსმენ მასხვანაირებს!! მაიძულებს ყველაფერს სხვანაირი თვალით შევხედო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: