მემე

მე ორი მე ვარ. . .
თქვენ ვერცერთს ხედავთ და თვლით, რომ მიცნობთ.
დილა იწყება მესთან გაუთავებელი კამათით.
ქაღალდივით იჭმუჭნება მარცხენა მარჯვენის ხმაზე:
ადექიიი. . .
ორივეს ერთად იოტისოდენა ენერგიაც კი არ აქვს.

ეზარებათ: გაღვიძება,
ჩაცმა,
სიარული,
საუბარი,
ალაგება,
ატირება,
დალაგება,
გაღიმებაც ეზარებათ!

ერთი მეორის ნერვებზეა ჩამოკიდებული,
როგორც ჩემი მეზობელი ტელეფონის ყურმილზე
სულ. . .
სულზე მიუსწრებს ხოლმე რომელიმე მეგობარი
და ისინიც (მხოლოდ იმიტომ, რომ დაიღალნენ)
ერთმანეთის დახრჩობას თავს ანებებენ
(უფრო სწორად გადადებენ)
მე ორი მე ვარ. . .
მაგრამ რად გინდა?!

ორივე: უმაქნისი, უსახო,
უვარგისი, უსაგნო,
ურითმო, უგულო,
უსისხლო, უფულოც,
ეგოისტიც, ვერაგიც,
შიზოიდიც, მწერალიც,
არამკითხე, მოამბე,
უსინდისო, მოლაყბე,
მატყუარა, თაღლითი,
ორჯერ ორზე მარტივიც. . .

და მიუხედავად ამისა მაინც,
არც მე და არც მე არა ვართ ცუდნი,
არც ამაოხრებელნი ამა ქვეყნისანი,
არც საშიშნი და არც ზღაპრის გმირებივით ცხრათავიანნი
(ერთი თავიც საკმარისზე დიდი გვაქვს).
სრულყოფილების გარემოცვაში დისკომფორტი გვამტვრევს სახსრებში
(თუმცა ასაკის ბრალიც დიდია ამაში).

მე მხოლოდ ერთის თქმა მინდოდა და რამდენი მალაქლაქა იმ მემ. . .

მინდოდა მეთქვა, რომ სამ კვირაში ან სამ თვეში ან ალბათ წელში,
ჩემი ეს ლექსი გეკერებათ თქვენ ყველას პირზე.
მე არ ვიქნები, არცერთი მე აღარ ვიქნები,
მაგრამ სიკვდილით არ გაშინებთ და იქნებ მიხვდეთ. . .
რომ რაც დავწერე ან რაც დამრჩა კიდევ საწერად
თქვენთვის გულწრფელად მემეტება და არ გამადლებთ.
ჩემი სახელი გეხსომებათ კიდევ რამდენ ხანს?!
ამიტომ “მე” გთხოვთ, “მე” კი ვითხოვ,
დამივიწყოთ ყველამ ახლავე!. . .

16 thoughts on “მემე

  1. მომეწონა🙂 შენი ბლოგი ჩემთან მეგობრებში რომ დავამატო წინააღმდეგი ხომ არ იქნები?😉

  2. yvelaferi wavikitxe,rac ewera am blogze da imdeni ramis tqma mindoda,axla yvelaferi damaviwyda😦 bevri gancda imdenad axlobeli iyo,rom sityvebi zedmetia… magram me ar maqvs weris aseti nichi

  3. sul vicodi rom nichieri iyavi shei dawerili ragaceebi bevri maqvs wakitxuli albat xvdebi saidan … :)))) aucileblad gaagrdzele dzalian saisamovno da amagelvebelia rasac wer :*:*:*:*

  4. დიდი მადლობაააააა ჩემო კარგოოო და ჭკვიანოოო :* :* :* :*

  5. mgonia sakutar tavze vkitxulob,imdeni ram emtxveva,ubralod me gadmocema michirs : )) gmerts chemtvis amis nichi ar moucia )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: