***

მშვიდად გამეღვიძა და ისევ მახსოვდი
დღე რომ მიილია, შენით დავიღალე…
უსინდისო მდგმურივით შემომისახლდი
და ღამენათევმა მთელი დღეც დავკარგე.
შავი ყავით სავსე ჭიქა მიდგას გვერდით,
თითებს ეზარებათ, ზანტად მოძრაობენ.
ვიცი გეღიმება ამის წაკითხვისას,
განა მე არ მინდა ყველაფერი მორჩეს?!
ყველაფერი ითქვას, სიტყვით ან უსიტყვოდ
და თუ დამრჩა კიდევ რამე მოსაყოლი,
ვნებით გაგიჟებულს მართლაც ცოტა მიცნობს,
შენ კი აღარ ვიცი, გახსოვარ კი მშვიდი?!
ალბათ ეს ცხოვრება ბევრს მოიტანს კიდევ.
იქნებ დაენანოს, არც მაგაზე ვფიქრობ,
შენთან ყველაფერი მეთქმის, შეიძლება.
ან რისი თმაც მინდა, მხოლოდ შენ თუ იგრძნობ!
და რომ შემეშალოს, უკვე აღარ ვნაღვლობ.
უკვე სულ ერთია თუ კი ვცდები შენშიც,
მარტო გალაკტიონს კი არ დავესესხე,
ჩემს ავადმყოფ სულსაც სურს, რომ იყო ჩემი!
ყავა დამეღვარა შიშველ მკერდზე ურცხვად,
ქარმა შემოაღო მუდამ ღია კარი
ახლა გამახსენდა ყველაფერი ერთად,
ახლა მომენატრე და დროც ოთახიდან, ვხედავ, აღარ გადის,
წეღან შემოსული, სიცივესთან ერთად,
უხმოდ ჩამომჯდარა თეთრ ლოგინზე მთვრალი…
მკერდი გამეყინა, სახე დამეკუჭა, თვალი ამეხილა,
სული ავად არის!

3 thoughts on “***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: