ჩემი ღამის შიშები და შენი მერამდენე მშვიდი ძილი…

მუხლებზე მიდევს გაყინული ორივე ხელი

და ველოდები გათენებას, რომ გაგეღვიძოს.

ისე მრცხვენია, მერამდენე სიმართლეს გეტყვი,

რომლის მოსმენაც სულ არ არის ალბათ საჭირო.

 

გიყურებ. გძინავს. გაკვირდები და მეშინია,

რომ ჩემი ფერი აღარ გადევს უკვე სახეზე.

დიდი ხანია წასვლა გინდა, მაგრამ ძნელია,

გაგიჭირდება ასე წასვლა, თუ არ გაგიშვი.

 

წადი! დამთავრა.  რაც აქამდე ვწერე ყალბია.

წადი! ნუ მომთხოვ იმის ახსნას, რატონ ან როგორ.

წადი, წაიღე გასაღები კართან აგდია

შენ რომ იპოვე სულ შემთხვევით დეკემბრის ბოლოს…

 

ნელა მომხსენი სამაჯური თეთრი მაჯიდან,

მისმა ტარებამ ახლა უკვე აზრი დაკარგა.

არ გაგიკვირდეს გულწრფელობა სულელ ქალისგან,

რომელსაც შენგან მოთმენილი რაღა აღარ აქვს…

წადი!

5 thoughts on “ჩემი ღამის შიშები და შენი მერამდენე მშვიდი ძილი…

  1. ასე მგონია სიტყვები ყოვეთვის ზედმეტია შენს ლექსებზე, ჩემეულია უბრალოდ უნდა იგრძნო❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: