***

გუშინ ყველაზე მნიშვნელოვანი

მინდოდა მეთქვა და ვერ გითხარი.

მერე მთელი ღამით ფურცელი მედო მაგიდაზე

და ვერ ვწერდი.

ბოლოს ტირილამდე მივიდა საქმე,

როგორც ყოველთვის…

შენ მითხარი, რომ სხვებისთვის

გაცილებით უკეთ ვწერ

და მე მეწყინა, უფრო მეტად, ვიდრე შემეტყო.

ისევ მეწყება უკუთვლის დღეები

და ისევ ვგავარ კუთხეში მდგარ უზრდელ მოსწავლეს.

მე მგონია, რომ სულერთია, უკვე ვისჯებით

და თავის დახსნას, გვიანაა, ვეღარ მოვასწრებთ.

შენ მითხარი, რომ აზრი არ აქვს…

რომ ჩვენნაირებს ვეღარ შველის ზედმეტი ტუზიც,

და ამიტომაც წაგებულნი ვასრულებთ თამაშს.

თუმცა მთავარი მიზეზები ბოლომდე ვერ ვთქვით

და ერთმანეთზე უკეთ ვხვდებით, რა კარტსაც ვმალავთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: