***

ხუთი წელია მე ყოველდღე ერთ გზას გავდივარ.

გზაზე ყველაფერს დასდებია სიძველის ფერი.

ბოლომდე მაინც ვერ მივდივარ და რაც თან მიმაქვს

იმ ტვირთსაც უფრო ემატება სიმძიმის მტვერი.

ხუთი წელია ველოდები, რომ მედიცინა

გამოიგონებს ისეთ წამალს, მე რომ მიშველის

და გამოცდიან ჩემზე აბებს, როგორც სტრიქონებს

ცდიან ხოლმე პოეტები თავის ლექსებში.

ამ ლექსებივით უნიჭოა ჩემი მცდელობაც

გადავაგორო ხუთწლიანი ჩვენი სიშორე

და დავამსგავსო ჩემი ქოხი ახალ შენობას

ან შევარიგო გვირილები დამჭკნარ მიმოზებს.

ცვილის ნიღაბიც გაცვდა უკვე, ვეღარ მიფარავს

იმ შიშველ გრძნობებს, ნერვებმა რომ  სენად აქციეს.

მე თვითონ მიჭირს, გავარკვიო, ახლა ვინა ვარ,

ისიც არ მახსოვს: მე წავედი, თუ მიმატოვე?

ხუთი წელია ვიმეორებ იგივე სცენას

რეპეტიცია ვერ მთავრდება და არც ვეშვები.

თამაშის ნიჭი არ მიბოძეს ძუნწმა ღმერთებმა,

მაგრამ სანაცვლოდ (მადლობა მათ) შეგქმნეს შენ-ჩემთვის!

One thought on “***

  1. და დავამსგავსო ჩემი ქოხი ახალ შენობას

    ან შევარიგო გვირილები დამჭკნარ მიმოზებს.

    dzalian lamazadaa da ritmulia❤

    gamaoca shenma nichma!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: