ზამთარი მოვა მაინც

დ.დ.

ზამთარი მოვა მაინც.

ვეღარ მიშველის სითბო.

განაცრისფრებულ ამინდს

ვერ გავექცევი, მიცნობს.

ჩემს გადაუხდელ ვალებს

არ გადაიხდის არვინ…

მძიმედ დავხუჭავ თვალებს

და გაღვიძებაც არ ღირს,

თუკი სიცოცხლე უდრის

ხიდან მეორე ხეზე

ჯერ ვერ გაზომილ მანძილს,

თუკი არც ვიცი ვისთან

უნდა მეძინოს ღამით.

როცა მღალატობს წნევაც,

როცა დიდია შანსიც

ვერ დამიბრუნოს ღმერთმა

ბრმა რწმენის ფასად – სახლი!

ზამთარი მოვა მაინც.

შიშველ ხეებთან ერთად.

ზამთარი მოვა მაინც…

ზამთარი მოვა მაინც…

ზამთარი მოვა, რადგან

შენ ვეღარ მოხვალ ჩემთან. . .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: