„აი, გავიდა ეს წელიწადიც…“

არსებობს სხვადასხვანაირი სიკვდილი და არსებობს სიკვდილი, რომელიც ვერ კლავს. ერთი წლის წინ ჩემი თვე დაიწყო ამ სიკვდილით და „აი, გავიდა ეს წელიწადიც…”

თუ ვინმეზე შემიძლია ვთქვა, წამიკითხავსმეთქი – ოთარ ჭილაძეა.

აშკარად სულ სხვანაირად მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა. საერთოდ, არასოდეს გამომდის მნიშვნელოვანზე წერა, მითუმეტეს თუ ემოციებით ვარ ორსული. ჰოდა, რაც გამოვა იმას დავწერ ერთი, ჩემიანებისთვის კარგად ნაცნობი, ჩვევა მაქვს. წიგნს ეტყობა, რომ მე წავიკითხე. ფანქრის ,ხშირად კალმის, გარეშე ალბათ ათი წელია უკვე წიგნი ხელში არ ამიღია. ყველაზე მეტად კი ოთარ ჭილაძის პოეზიის კრებულსა და ექვსივე რომანს შეაეტყობთ, რომ წაკითხულია. თითოელი ლექსის ხელახლა წაკითხვისას მაინც საოცრად მიკვირდა, ვიღაც უცხო, თან გაცილებით უფროსი კაცი როგორ ახერხებდა, ჩემთვის თავის ასე მოწონებას, რომელიც ბოლოს ,რა თქმა უნდა, სიყვარულში გადაიზარდა (რა ბანალურფატალური ფრაზაა). ოღონდ არ იფიქროთ, მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ წერდა. არა. თუ რატომ ამას თქვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შემიყვარდა. რომანებზე არაფერს ვიტყვი, ვისაც რომელიმე მაინც წაგიკითხავთ და არ თვლით, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ოდესმე შეგხვედრიათ, მაშინ იცოდეთ – ცუდი გემოვნება გაქვთ!  ან უკეთესია, იცოდეთ – საერთოდ არ გაქვთ გემოვნება! ნუ მიწყენთ, თუმცა რატომაც არა, უნდა გეწყინოთ, სწორედ მაგიტომ გითხარით მეც. მერე თანდათან წიგნში ხაზგასმული სტრიქონები და ციტატები ცალკე გროვდებოდა და ასე შეიქმნა რვეული – „ყველაზე ჩემი“. ამ რვეულით იწყება ყოველი თუ არა, თითქმის ყოველი , დილა და თენდება აუცილებლად ყოველი ღამე. რასაც არ უნდა ვკითხულობდე, ბოლოს, თუნდაც ხუთი წუთით ამ რვეულს ვუბრუნდები და მერე ან ვიძინებ, ან უბრალოდ კითხვას ვწყვეტ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდებოდა (და ეს სიტყვა ნამდვილად ვერ გამოხატავს ზუსტ ემოციას, ზემდეტად მშრალია საიმისოდ), როცა ოთარ ჭილაძის „ჩანაწერების“ პრეზენტაციაზე დასწრების request მომივიდა გამომცემლობა ინტელექტისგან.

დეჟა ვუ… უცნაური გრძნობაა, როცა სხვისგან ვისმენ იმას, რაც ზეპირად ვიცი, რაც ყველაზე ჩემია. უხერხულად ვგრძნობ თავს. მგონია, ვიღაც მეცილება, მართმევს და ისაკუთრებს ჩემს რვეულს. მაგრამ წიგნს ხელში ვიღებ თუ არა, ვხვდები, რომ სისულელეა. ეს „ჩანაწერები“ ყველასია, ის რვეული – მხოლოდ ჩემი!

ახლა ორივე ჩემს მაგიდაზე დევს ტყუპებივით. როგორც ყველა ტყუპის, მათი გარჩევაც შესაძლებელია, თუ ყურადღებით დააკვირდები ნაკვთებს. ჯერ ხელს არ ვკიდებ… ვცდილობ უფრო გავიხანგრძლივო ამ დაკვირვების სასიამოვნო გემო, რომ დიდ ხანს გამყვეს. რამდენიმე დღე თვალს შევაჩვევ და მერე დავიწყებ კითხვას. არადა, შენ ჰო იცი, რა ცუდად ვიყავი. მიშველა.

ჩემი შემოდგომა (რომელიც ოქტომბერს მოიცავს) წელს საჩუქრით დაიწყო. „კარგად იყავით,მადლობთ. მშვიდობით.“

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: