„სულში იმდენი ჭუჭყი დამიგროვდა, დაიწმინდება კი ოდესმე, ნეტავ?!“

თითქმის შუადღეს გავიღვიძე, ისიც ძლივს. ყველა ნივთს რომ ერთი ფერი და ერთი მნიშვნელობა აქვს, ისეთი განწყობით ავდექი. მთელს ორგანიზმში უძრაობის ძაფი გამეხლართა. სავარძელში ჩავესვენე. ტელევიზორი ჩავრთე და სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად. როგორ მოვადუღე არ მახსოვს, არც ის მახსოვს რაზე ვფიქრობდი და რატომ არ მახსოვს. ოთახში შემოსვლისას ეკრანიდან ვიღაცამ, თითქოს ჩემს გასაგონად მშვიდი ტონით თქვა : „სულში იმდენი ჭუჭყი დამიგროვდა, დაიწმინდება კი ოდესმე, ნეტავ?!“ ყავა ნახევრად დამექცა, დარჩენილი ნახევარი დავლიე. ტელევიზორი გამოვრთე და ფანჯარასთად დავდექი. წვიმის წვეთებივით ნელა დაიწყეს ფიქრებმაც გონებაში ჩამოღვრა, თანდათან ტემპს უმატეს და ბოლოს გადარეულებივით ირეოდნენ ერთიმეორეში.

ორი დღე გავიდა. ისევ შაკიკივით ერთსა და იმავე დროს ამტკივდება ეს ფიქრი და ვერ ვიყუჩებ. „სულში იმდენი ჭუჭყი დამიგროვდა, დაიწმინდება კი ოდესმე, ნეტავ?!“ ვერ გადავყარე…. ვერ გავწმინდე.

აღარ ვაპირებდი რაიმის დაწერას. ვთვლიდი, რომ სხვებისთვის წერა ვერადავერ ვისწავლე, რომ სჯობდა ისევ მკითხველად დავრჩენილიყავი მხოლოდ… მაგრამ ჭუჭყს რა ვუყო?! ეგოიზმის ის რაოდენობა, მე რომ თანდაყოლილ დაავადებად მერგო, არ მომასვენებს, სანამ ამ ჭუჭყს არ ამოვიღებ, არ დავწმენდ, სიტყვებად არ ვაქცევ და სანამ ბოლომდე არ დავიცლები. სიმძიმეს ვეღარ ვუძლებ. ყველაფერი ერთმანეთს სიამის ტყუპივით ესისხლხორცება და ერთდროულად მეყრება თავზე „ჩემი დალაგებული ცხოვრება“. კონკრეტული პრობლემა არასოდეს არსებობს. არსებობს მხოლოდ კონკრეტული პრეტენზიები, თავსატეხები, რებუსები, რომელთა ამოხსნაშიც „კაიფს ვიჭერ“ და ბოლოს ზედმეტად „ჩაკაიფებულიც“ ვრჩები.

არ ღირდა დაწერად, მაგრამ დავწერე. აუცილებელი ჰო არ არის ყველაფერი ღირდეს, რასაც ვაკეთებ… ზოგჯერ ჰო უკეთესია, ვილაპარაკო, ვილაპარაკო, ვილაპარაკო, ვწერო, ვწერო, ვიწუწუნო, ვიტლიკინო, ვიქაქანო, ოღონდ არ გავჩუმდე! ოღონდ ხმა ამოვიღო! ოღონდ ჯერ კიდევ შემეძლოს ხმაური!

4 thoughts on “„სულში იმდენი ჭუჭყი დამიგროვდა, დაიწმინდება კი ოდესმე, ნეტავ?!“

  1. მოცრა :
    მომენატრა მე ბლოგის მოცრა, მართლა რამდენი ხანია აღარაფერი დაგიწერია😦 რამოდენიმე ფრაზას ვიპარავ ეს ე რულ ) :))))))❤

  2. აუუუუუუუუ მეც რამდენი ხანია არაფერი დამიწერია მოცრაააააა. ჰელფ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: