შენ

შენ გძინავს, ალბათ.

ყრუ ბალიშზე გიდევს თავი და გრძნობ,

რომ მიწას ფეხშიშველი ეცემა ზეცა.

ახლა ღამეა,

მაგრამ უფრო რუხი საღამო.

ხანდახან შენი ნაწერიდან ვიპარავ სიტყვებს

და რაც დრო გადის, უფრო ვცდილობ ჩემში დაგმალო…

არც უჩვეულო და არც უცხო ხდება რაიმე,

მე არც ის მიკვირს, რომ ამ სცენას სპექტაკლიდან

ჩვენ ორის გარდა, სხვა ვერ გაიგებს.

რა საჭიროა?!

სხვა ვერ გაიგებს, რატომ “ვწერ მე შენზე ლექსებს”,

ან რატომ ხდება, ასე თბილად რომ მეღიმები?!

სხვა ვერ გაიგებს, როგორ მოხვდი აქ და ამ სკამზე.

რით გაგაგიჟე, რომ აქამდე არ მერიდები?!

შენც გეცინება და მეც ყვითლად მეღვრება სითბო

გულის ადგილას, სადაც ჩემთვის არ არის გული.

არ შეიმჩნიო. მივეჩვევი, რომ შენც არ მიცნობ

და რომ სხვებივით, შენც თანდათან გახდები ჩუმი.

მაგრამ მანამ, სანამ დაგრჩა კიდევ სათქმელი,

მე უნდა მეთქვა, რა ვიფიქრე, რაც შენ გახვედი.

5 thoughts on “შენ

  1. მაგისი იმედი ნურასოდეს გექნება რომ მე გავჩუმდები, მაშიმ მე არ ვიქნები მე და მე ვიქნები სხვა, მ არ მინდა სხვობა და ნურც დამაძალებბ :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: