მეც მიყვარს თბილისი

აეროპორტის გზაზე პირველად გავაცნობიერე, რომ მოვდიოდი. თავიდან, როცა წამოსასვლელად საბუთებსა და საჭირო ნივთებს ვაგროვებდი, არც კი მიფიქრია, რომ ასეთი რთული იქნებოდა. ან როგორ უნდა მეფიქრა, რატომ უნდა მეფიქრა,ან რა მქონდა საფიქრალი?! ძლივს მეღირსა და ამირანივით მიჯაჭვულმა თავი დავაღწიეკავკასიონის ბორკილებს”, რომელიც ძირითადად გულისხმობდა შემდეგს (ალბათ, ყველაფრის ჩამოთვლა გამიჭირდება, მაგრამ ვეცდები) : რევოლუცია მოხდილ თბილისს (ყოველშემთხვევაში ჩათვალეს, რომ გაუარა), რომელსაც ავადმყოფობის სიმპტომები,ლოზუნგმიტინგომანია, ჯერ კიდევ მძაფრად შემორჩენოდა. მკურნალობის არცერთი მეთოდი აღმოჩნდა ეფექტური. დღითიდღე უფრო მეტად უბინძურდებოდა ქუჩები და ნაგვის ურნების გვერდით უფროდაუფრო იზრდებოდა დაგავსაყრელების ზომა. ჩემი მეზობელიც უფროდაუფრო ცხოველ ინტერესს ავლენდა იმ შუა ხნის მამაკაცისადმი, ვისთან ერთადაც ვბრუნდებოდი სახლში საღამოობით. რამდენჯერმე, ვითომ და ტელეფონზე დასარეკად შემოსულმა, მკითხა კიდეც უიუმორო იუმორით, პური როდის უნდა გვაჭამოო?! იმდენად მიჩვეული ვიყავი მსგავს ბედნიერებას, რომ ექსტრემალურად სწრაფად გავუღიმე და კარი მივუხურე.

საცობებში გაჭედილი კი კვირაში ხუთი დღე ვისმენდი ტაქსის მძღოლებისგან მშობლიურ ფრაზებს : “სააკაშვილის დედა მოვტყან,თორემ მე აქ უნდა ვიყო და ის იქ?!”, ანსააკაშვილის დედა რომ მოვტყან, თორემ მე რომ შენხელა ვიყავი, შვილო, სად იყო ამოდონაპროპკები”, ან კიდევ უფრო ნაცნობიეჰ, ბიძიკო, გაივსო თბილისი სოფლელებით. იმ დღეს გოგო ჩამიჯდა, კაბის მაგივრად ნაჭრის ნაგლეჯი ეცვა და ცხვირში რკინები ჰქონდა გათხრილი, ჰოდა ჩამიჯდა და რას მეუბნება, კეკელიძის ბაღში მიმიყვანეთ, ვაკეშიო. ლამის გინებით გადავაგდე ის შობელძაღლი. სააკაშვილის დედა მოვტყან, თორემ…” და როგორც იქნებოდა მივაღწევდი დანიშნულების ადგილამდე, სანამ პრეზიდენტის მთელ სანათესაოს დააორსულებდნენ. ყველაზე გულწრფელად კი იმაზე ვღიზიანდებოდი, რომ მათ (ანუ ჩვენ), ვისაც მეგაფონი არ ეჭირა ხელში, ვინცსაგმირო საქმეებსარ ჩადიოდა და, ვისთვისაც ასეთიმნიშვნელოვანიარ იყო სამშობლოს ბედიღბალი (მართლაც რომ ყოველთვის იღბლის იმედზე იყო ჩვენი ქვეყნის მომავალი), ვინც მათთან ერთად კარავ # 3489750789-ში არშიმშილობდა” (მსგავსი არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა პირადად დავდებ თავს), მათთან ერთად სინქრონში, მრავალჟამიერივით არ აგინებდა მთავრობას დედას, ლოცვის წინ და ლოცვის შემდეგ, ის მოღალატე, უმაქნისი და ლაჩარი იყო, რომელიც სხვის აშენებულ ( და მართლა ეგონათ, რომ აშენებდნენ) ქვეყანაში აპირებდა ბედნიერად ცხოვრებას. სინამდვილეში კი მთელი ბავშვობა მიკვირდა, რით ვერ მოიხადა ეს სენი ამ ქვეყანამ და რით ვერ ეღირსა დემოკრატიას თუ ვერ, მის გზაზე დადგომას მაინც?! ალბათ, გულწრფელად არ უცდია არასდროს, 9აპრილის გარდა, თუმცა იქაც ბევრი კითხვა იყო.

სამაგიეროდ აეროპორტამდე 5წუთი რჩებოდა და ამდენ კითხვაზე პასუხის გაცემას ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი. ამიტომ, ვცდილობდი პოზიტიური ამეკრიფა და ნაკლებად დაგრუზული ავსულიყავი თვითფრინავში. მანქანის მინაზე მიკრულმა აბრამმე მიყვარს თბილისი”, მაინც თავისი ქნა და ისევ ამოიყარა ზედაპირზე უამრავი მარაზმული ფიქრი და კითხვა. მეც მიყვარს, ბატონო, მიყვარს მაგრამ, მაინც მივდივარ. უფრო გავრბივარ, დიახ. ჩემი მეგობრის სიტყვები მახსენდება, რომელიც 10 წელია გაიქცა, “აქ ის არ მაქვს, რაც ყველაზე მეტად მჭირდება, აქ ყველაფერი ცივია”, მსგავსი კიდევ უამრავი გაქცეულისგან მომისმენია, მაგრამ მე სწორედ მაგიტომ მივდივარ, რომ ამსითბოთიდავიღალე. ყველა ჩემი ცხოვრებით, რომ ცხოვრობს, მაგით დავიღალე. მეც რომ იძულებული ვარ სხვისი ცხოვრება გავიყო, მაგითიც დავიღალე. ოჯახიანნათესავიანმოყვრებრძალმძახალმაზლიშვილიანად ყველა რომ შენზე ზრუნავს, მაგითიც დავიღალე. ყველაფერი ძველი, რომ კარგია და ახალი არაფერი ვარგა, ეგეც ყელში ამოვიდა. დიდი კულტურის ხალხი რომ ვართ და ახლის შექმნა აღარ გვჭირდება, არადა აღარაფერში რომ გვყოფნის ეს ანტიკური ტრადიციები, მაგანაც დამღალა. დამღალა თბილისმა, რომელიც მიყვარს და რომელიც ყარს, არამხოლოდ ირიბი გაგებით. ჰო, მაგალითად და ასეთები უამრავი იყო, ყარდა უნივერსიტეტის (მესამე კორპუსის) შესასვლელი მჟავე შარდის სუნად, რომელიც იქვე მდგარსტაიანშიკსუდიოდა ხოლმე საეჭვოდ. და მაინც, ყველაფრის და მიუხედავად, გაბრაზებული აღარ ვარ, არ ვიცი რატომ. და ამას მხოლოდ იმის გამო არ ვწერ, რომ ყველაზე ტრაგიკული ნაწარმოების, ფილმისა თუ სპექტაკლის დასასრულშიც კი აუცილებლად არის პატარა, იოტის ოდენა დადებითი ენერგია, რომელიც პანდორას ყუთში ყველაზე ბოლო დარჩაიმედი. მერე რა, თუ ბანალურია, ცხოვრებისა არ იყოს, ბანალურია და სწორედ ამიტომაა ყველაზე რთული. ჩემი იმედი კი, “მრავლისმეტყველ დუმილშიდარჩენილ ადამიანებშია, რომლებიც, ჩემი არ იყოს :

“…არასდროს გამოვალთ გარეთ

და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,

არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს

და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ

ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში

ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა

რამე დაგვცდებამხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,

და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა…” ამ ადამიანზე (ჩემ საყვარელ პოეტზე) უკეთ ვერ ვიტყოდი და საერთოდ ამდენის წერას, სჯობდა უბრალოდ ეს ლექსი მომეწერა შენთვის.

ერთი კვირაა ჩამოვედი და ჯერ ყველაფერს გაფართოებული თვალებით ვაკვირდები, ახალშობილივით ვიმტვრევ ენას და ვბორძიკობ, მაგრამ ისეთი გასაკვირი მაინც არაფერი აღმომიჩენია, რომ არ მოველოდი. ალბათ, თუნდაც ამიტომ მაინც, კარგია, როცა ისეთ ქალაქში იზრდები, როგორიც თბილისია. მეც მიყვარს თბილისი და მომიკითხე ჩვენი უბნის ბომჟები, მომენატრნენ. არა, ბომჟების მეტი აქ რა არის, მაგრამ აქ ამაყ და თავმოყვარე ბომჟს ვერ ნახავ, როგორებიც ჩვენთან არიან. თბილისი ხომ ყველაზე უამბიციო, მაგრამ ყველაზე ამაყი ქალაქია. სასაცილო, მაგრამ გულბოროტიარა. კეთილია და ალბათ ამიტომ აკერია ყველას პირზემე მიყვარს თბილისი“, მეც მიყვარს, შენც გიყვარს, ჩვენც გვიყვარს

ჰო,მაგრამ რა გვიხარია, ნეტავ?!

3 thoughts on “მეც მიყვარს თბილისი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: