როცა არ მინდა და სხვა გზა არ მაქვს

ღამე მიწიდან მოდის თანდათან,

აჩრდილთა ჯარი მეხვევა ირგვლივ,

ჩემი სხეული გრძნობს,რომ აქა ხარ,

გრძნობს შენს შეხებას, გგრძნობს შენ და ტირის.…

მთვარის სხეულში ელფები წვანან,

ელფები – გრძნობის, ვნების ელფები.

უფრო მძაფრად ვგრძნობ, შენ სადღაც აქ ხარ

ჩემს ახლოს სუნთქავ,

ჩემს თმას ეხები.

როცა არ მინდა და სხვა გზა არ მაქვს,

მაშინ იწყება ფიქრი-ქაოსი,

მაშინ გონება ერწყმის უცნაურს,

მაშინ მოდიან ანგელოსები,

ლურჯ ანაფორას მაცმევენ გრძნეულს.

როცა არ მინდა და სხვა გზა არ მაქვს,

სიზმრის ღმერთები მაძლევენ ძალას,

მე მესიზმრები. შენ ცა გაწვალებს.

ღამე ხელებით შენს სახეს მალავს.

სიგიჟე მახრჩობს……

ლექსებს აღარ ვწერ!

თბილისში ყეფენ ქუჩის ძაღლები

და შენი სული ცდილობს გაქცევას.

მე მესიზმრები, შენ კი ვეღარ ძლებ –

ეს ყოველივე უდრის გაფრენას!

როცა არ მინდა და სხვა გზა არ მაქვს,

სადღაც მეზობლად უკრავენ მოცარტს,

და მეჭიმება ლურჯად ძარღვები.

შენმა სიკვდილმა დამტოვა სახტად,

და არც დრო მომცა, მეთქვა სათქმელი.

როცა არ მინდა და სხვა გზა არ მაქვს,

რაც უფრო მეტად მტკივდები, ვხვდები

ვიზრდები, ვსწავლობ უკუსვლით თამაშს,

მაგრამ ტკივილში გაზრდილი ქალი,

ვერასდროს ვეღარ იქნება კარგად!

2 thoughts on “როცა არ მინდა და სხვა გზა არ მაქვს

  1. ყველაფერი იქნება კარგად😉

    კიარადა დამევასა ლექსი🙂

  2. :)))))) იქნება ბუსხ, ვიცი რომ იქნება :* :* :* და მიხარია, თუ გევასა, თან ძალიან მიხარია:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: