***

უცხო სიტყვასავით თავს ვგრძნობ გაუგებრად.

დღეა დახვრეტილი, სისხლის დაუღვრელად.

თავი შევიკეთე, ფიქრის გაუვლელად,

რომ შეკეთებული მეტად აურევდა.

ცოტა უცენზუროდ თუკი გამომივა,

ვიცი გეწყინებათ, ყელში ამომიყვანთ,

ფეხზე დაგიკიდეთ, მაგრამ არ მომეშვა,

პასუხი გაგეცით, მომკლეს მზის მოგვებმა.

რომ აღარ დავწერო, არც ეგ გამოდგება.

მაგრამ რომ არც მაცდით წერის გაგრძელებას?!

სიჩლუნგე ამტკივდა, ვგავარ ბრმა ამებას.

არცერთ ლექსიკონში აღარ შემიტანეთ,

ძველი სიტყვააო – ურცხვად დამაბრალეთ,

მიზეზი სხვა იყო, მოკლე, ბანალური –

ყველა ეცადეთ და ვერადავერ მთარგმნეთ!

4 thoughts on “***

  1. მე ხომ გადავთარგმნე ერთი ორი გვერდი მაინც ??? (თუ ილუზიაა)

  2. 1.რატომ უნდა წამეშალა?🙂 როგორც ვთქვი,ისედაც მარტო შენი კომენტარებია (საკმარისია)
    2.ილუზია ნამდვილად არ არის. მაგრამ გვერდი ნამეტანი ბევრია , ორი ხაზი კი ნამდვილად მთარგმნე, თან წარმატებით🙂
    3. მთავარია, შენ თვლი, რომ მთარგმნე, თვარა დანარჩენი სხვათაშორისია😉

  3. უუფ რა შენ ეგრე გეგონოს რომ ორი ხაზი მეტი გადავთარგმნე უბრალოდ არ გეუბნები

  4. და რატომ მიმალავ, შე კაცო, მითხარი, კი არ მეწყინება😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: