სასხვათაშორისო საკითხავი 1

დილიდან წერამ ამიტანა, ხალათი შემოვიცვი და კომპიუტერს მივუჯექი. მაგრამ არც გამკვირვებია, როცა აღმოვაჩინე , უკვე აღარ მახსოვდა,რისი დაწერა მინდოდა. ალბათ ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს, მე ჩვეულებრივ ყველაზე მნიშვნელოვანი მავიწყდება ხოლმე, ჰოდა დღესაც ასე მოხდა. მაგრამ მაინც დავიწყე წერა და აზრზე არ ვარ რას დავწერ. ამ ბოლო დროს ყველაფერი ფეხებზე მკიდია და აღარც იმდენ დროს ვხარჯავ ფიქრისთვის. ერთადერთი რაც ახლა მახსენდება ის იდეაა, უკვე სამი წელი რომაა ამეკვიატა, გაზაფხულის მტვერივით მომეტმასნა და ვერადავერ ჩამოვირეცხე. მოკლედ იდეა : რატომ ვითვლებით ჩვენ ნორმალურებად, ხოლო ისინი არანორმალურებად?! რა არის ანომალია? დევიაცია? უფიქრია ვინმეს იმაზე, რომ იქნებ ჩვენ ვართ ნორმიდან გადახრილები და არა ისინი?! დარწმუნებული ვარ უფიქრია, მაგალითად , ჩემს ერთ-ერთ ახლო მეგობარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია, უფრო სწორად ზუსტად მაგიტომ. დავიბენი რა!

ვინ დაადგინა ზღვარი ნორმასა და დევიაციას შორის ? – ადამიანმა (“ნორმალურმა”)

ვინ დათვალა სტატისტიკა ჩვენსა და მათ შორის? – ადამიანმა (“ნორმალურმა”)

ვინ დაარქვა მათ მდგომარეობას ანომალია? – ადამიანმა (“ნორმალურმა”)

ვინ გადაწყვიტა, რომ მათ მკურნალობა ესაჭიროებათ? – ადამიანმა (“ნორმალურმა”)

ხედავთ, რამხელა არაობიექტურობის პრობლემა, ნუ დანარჩენებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ვინმე ამიხსნის, რატომ არიან ისინი არანორმალურები? იმიტომ, რომ სხვა ფერებს ხედავენ, იმიტომ რომ სხვა ხმები ესმით, იმიტომ რომ ჩვენსავით არ იცვამენ, თუ იმიტომ რომ არ აინტერესებთ მეზობელი რომელ საათზე და როგორ მდგომარებაში მოვა სახლში, იმიტომ რომ არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, მხოლოდ ამიტომ?! იგივე კითხვაზე ლექტორმა საინტერესო პასუხი გამცა:”მათ სხვების დახმარების გარეშე არსებობა არ შეუძლიათო” ხმამაღლა გამეცინა და აუდიტორიიდან გამოვედი მოსაწევად. აჰ, თურმე ჩვენ შეგვიძლია🙂 და ვინ თქვა ეს?! ჩვენ ვუთხარით ერთმანეთს, ჩვენ დავაჯერეთ ერთმანეთი ამაში.ისინი გაცილებით სუფთები, წრფელები, ნაღდები არიან. ამიხსენით, როგორ შეიძლება მე უფრო მეტად ნორმალური ვიყო, ვიდრე ის ადამიანები თითქმის ყოველ დღე ყვითელი ღიმილით რომ მხვდებიან ქსეროქსების გადასაღებად ჩასულს და ჩემგან განსხვავებით, ვერასოდეს დაიჯერებენ , რომ ადამიანს მეორე ადამიანის მოკვლა ისევე იოლად შეუძლია, როგორც მათ ამ თეთრი ფურცლის ასლის გადაღება, უფრო იოლადაც კი. და რომელი “ნორმალური” დამიმტკიცებს, რომ ისინი რეალობას მოწყვეტილნი არიან და პირიქით არაა. ჩვენ მშიშრები ვართ, ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიარსებებთ, რომ ერთმანეთზე ისე ვართ გადაჯაჭვულნი, როგორც ნერვული სისტემა და ერთის დარღვევით ხშირად ყველანი ვიშლებით.

ახლა გასაქცევი ვარ,  დანარჩენი მერე,  როცა გამახსენდება🙂 მაგრამ იფიქრეთ ამაზე, იფიქრეთ რა🙂


To Be Continued…

4 thoughts on “სასხვათაშორისო საკითხავი 1

  1. ერთხელ თავიანთ ოთახში,სადილზე მიგვიპატიჟეს “იმათ”..მე და ერთი გოგო. ნახატები გვაჩვენეს, თავიანთი დაბადების დღეები დაგვამახსოვრებინეს,საჩუქრებიც,ვის რა უნდოდა..ზედმეტი გაზვიადებებისა და სენტიმენტების ფრქვევის გარეშე ვამბობ, ბედნიერი ვიყავი.. რაც შეეხება მათ “უმწეობას”- პირიქით, მე ვგრძნობდი თავს უმწეოდ,მათი სინაღდის და სინამდვილის წინაშე..ვგრძნობდი, რომ უამრავი რამაა შესაცვლელი ჩემს ცხოვრებაში და ვგრძნობდი, რა მშვენიერია სიცოცხლე..
    შენ კი, გოგოთამუნა, თამოგოგო, რა კარგი ყოფილხარ და😛 არ ვიცოდი:(

  2. chven “normalurebi” ki ar “vmkurnalobt” mat, gvinda, rom davimsgavsot… mati gansxvavebuloba ar gvasvenebs, radgan mati cnobiereba jer ar amogviqeqia… mati sulis sisavse tkiva chvens sicarieles … albat asea😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: