რვა წლის წინ – ასე ვხედავდი, ასე ვწერდი, ასე მეგონა…

(ეს დაგლეჯილი ფურცლები

დიდი ხნის წინათ ვიპოვე და

ამდენი ხნის გან მავლობაში

ვცდილობდი ამომეკითხა)

…………………………………………………………………………………………………………

მზემ თმაზე დამაფრქვია სინათლე. ძველებურად მომეფერა და ბინძური ტბისკენ დაეშვა გასაგრილებლად. ნათელი სულში ჩამიდგა და სხეული დამწვა.

პროცესია დაიშალა. ყვავილებით სავსე მარხილები დაცარიელდა. ნაცრისფერმა საღამომ თითქოს დაამშვიდა ჭირისუფლები. აღარ იყო ცრემლი, აღარც გლოვა, აღარავინ იხოკდა სახესა და თმასთურმე ტკივილიც იღლება ადრე თუ გვიან. მაგრამ როცა ცრემლი შრება, მაშინ სული ტირის. დამძიმებული გამოვყევი სანაპიროს. გალაკტიონის ხიდი ცარიელი მეჩვენა. მერე ბუნდოვნად შევნიშნე ორი შეერთებული სახე და მეგონა შევიშალე. უეცრად ბედნიერი კისკისი შემომესმა, შიშმაც გაიარა. იქ, სადაც სიყვარულია რისი უნდა გეშინოდეს?! ჭიშკარი ღია იყო და ეზოში ატეხილმა კატების კნავილმა გამაგიჟა. ვერასოდეს ვიტანდი ამ საშინელ, საზიზღარ ცხოველს. ისევ შემეშინდა. სწრაფად ავირბინე კიბე და შევაღე თუ არა სახლის კარი, შიში იქვე კიბესთან ჩამოჯდა და დამემშვიდობა. მხიარულად გავაცილე სტუმარი. ცხელი ჩაი სულმოუთქმენლად დავლიე, პირიც დავიწვი. თითქოს მონდოდა დღევანდელი სიცივე გამეთბო, ჩემს სულს რომ შეხორცებოდა. სავარძელში მოცელილი ჩავესვენე. მუსიკის ხმამ პირველად გამაღიზიანა. გამოვრთე. სიჩუმე მესიამოვნა. გათამამებულმა დუმილმა მთელს ოთახში იწყო ხმაური და ისე შემომეხვია, თითქოს დახრჩობას მიპირებდა.

დაიღალე? – მკითხა ნაცნობმა

ჰო უსიამოვნოდ ვუპასუხე და იმ კუთხისკენ მივაბრუნე თავი, სადაც ის მეგულებოდა. თვალების სინათლემ გამაოცა. – – გიყვარვარ? – იკითხა თითქოს თავისთვის ახლა აღარც კი ვიცი! – იყო უგულო პასუხი გაცეცხლდა

შენც რომ უარმყო, შენც რომ გამაგდო. აღარ ვაცადე სიტყვის დასრულება, მივუახლოვდი და ჩავეხუტე. შემცივდა. სწრაფად, ათრთოლებული გავეცალე, ბუხართან ჩამოვჯექი და ავტირდი უცრემლოდ, უხმოდ. არ უნდა წასულიყავი, შენ არ უნდა გენახა, არა. ვერ გაიგებდი. ამაზე უნდა მეფიქრა, არ უნდა გამეშვი

არ დაიჯერებთ და ამდენი წელი სიკვდილთან ერთად ვცხოვრობდი. არა, სიკვდილი ცოცხლობდა ჩემთან და არასოდეს მიგრძვნია, რომ უცხო იყო ერთ დღესაც დამინახა რომ ვწერდი.

რას აკეთებ? მკითხა სასაცილო ღიმილით. გწერ! – დაუფიქრებლად იყო პასუხი აზრი არ აქვს. არავინ დაგიჯერებს. არ დაგიჯერებენ, შენნაირი ადამიანები ვერ დაგიჯერებენ. ნუ დაწერ, რომ ნათელი თვალები მაქვს. დაგცინებენ! თქვენ ხომ ყოველთვის ბოროტებასთან, შავთან, ბნელთან მაიგივებდით. მე კი მხოლოდ ერთხელ მოვკარი თვალი ლუციფერს, ისიც შემთხვევით. განა ამას ვინმე დაიჯერებს?! ჰოდა, ნუ დაწერ. ნუ დამწერ, ჩემო

მაშინ შევპირდი, რომ აღარ გავაგრძელებდი წერას, მაგრამ ახლა ბუხართან ვზივარ და ვწერ. ალბათ, მართლა, არ უნდა წავსულიყავი. იატაკზე დავყარე ფანქარი და ფურცლები. წამოვდექი და მივუახლოვდი. გათეთრებული იჯდა ფანჯარასთან და ფიქრობდა. ან იქნებ, არც ფიქრობდა.

მომიყევი რა შენზე! ვთხოვე და თავი მხარზე ჩამოვადე.

არ გინდა. დაიღლები, დამძიმდები და ბევრი სიმართლე სიხარულს წაგართმევს, მემე. პირველად წამოცდა ჩემი სახელი. იმ წუთას საოცრად მომენატრა, მომწყურდა და ვერც კი შევძელი მივფერებოდი. უცხო გახდა.

გთხოვ!

რა გაეწყობა. მაშინ გახსოვდეს ამას ნურავის უმამბობ. არავინ დაგიჯერებს და შეშლილად შეგრაცხავენ. ფრთხილად მომეცალა და წყალი დაისხა, თუმცა არ დაულევია. მერე შემომხედა და მომისმინეო მითხრა.

როცა ღმერთმა მეშვიდე დღეს ადამი შექმნა, ანგელოზთა გუნდი იხმო და გვთხოვა. ჰო, მე შენთვის არასდროს მითქვამს, რომ ანგელოზი ვიყავი ოდესღაც. უფალმა გვთხოვა, ედემი დაგვეცვა. მერე რაც მოხდა თქვენც სწორად იცით! ევამ, თავიდანვე არ მომწონდა ეს არსება, აცდუნა ადამიც. . . იყო პირველი ცოდვა და იმ დღიდან ბრძანა უფალმა, რომ სხეულსა და სულს უთავბოლო ბრძოლა ექნებოდათ სამარდჟამოდ. როცა ამპარტავანი ლუციფერი ტოვებდა ზეცას, მოვიდა და მითხრა: “მე ყოველთვის მიგიღებ”. მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა მისი ეს უცნაური სიტყვები, ახლა კი, ალბათ შენც ხვდები რისი თქმა სურდა.

იმ საღამოს, როცა დედამიწა აყროლდა პირველი ცოდვის სუნით, მთავარანგელოზი მესტუმრა და მითხრა, უფალი გიბარებსო. “…და შენ დაეხმარები სულს, რათა იხსნას თავი სხეულისგან, ხორცის უშნო მატერიისგან…” – ახლაც ჩამესმის უფლის სიტყვები, – “…მაგრამ შენ დააფრთხობ ყოველ ხორციელს: კაცსა და ქალს, ბავშვსა და მოხუცს…”

რატომვკითხე გაოცებულმა და ცოტათი შეშინებულმაც.“ დედამიწას უკვე მოედო ლუციფერის ბნელი მანტია და მან ამცნო ადამის ტომს, რომ შენ მისი მოციქული ხარ. ხალხს ეს შიში მემკვიდრეობით გადეცემა და მხოლოდ რჩეულნი შეძლებენ მის ძლევას…” უფალმა შემატყო, რომ ფერი ვიცვალე – “შენ შეაშინებ ადამიანებს, შენ დაგწყევლის და შეგიძულებს კაცობრიობა, მაგრამ მე უფალი შეგიყვარებ შენ ამ დიდი მსხვერპლისთვის, !” და ღმერთმა დამლოცა

იმ დღიდან მე გეხმარებით ადამიანებს, გიხსნით ამქვეყნიური ტანჯვისგან, მაგრამ თქვებ გძულვართ და მე სულაც არ მწყინს ეს, მემე. გაჩუმდა ძალიან ახლოს მივედი მასთან, თვალებში ჩავხედე და ისე ფრთხილად ვაკოცე, თითქოს ვერც მიგრძნო

არ დამიმთავრებია,მომიცილა გაღიზიანებულმა

აღარაფერი თქვა! – შემოვეხვიე აკანკალებულს და ვიგრძენი რომ ეს უკანასკნელი სიახლოვე იყო წახვალ?

უნდა წავიდე! ორი წელი ძალიან ბევრია იმისთვის, რომ სიკვდილმა მიატოვოს ადამინაები. მე მათ ვჭირდები. ხომ ნახე დღევანდელმა ამბავმაც როგორ გაგაღიზინა. ამიტომ უნდა წავიდე. შენ თიხისგან მოზელილი მატერია ხარ ჯერაც და ამიტომ ვერ გამიგებ, მემე. მე წავალ და, როცა ძალიან მოგწყინდება, როცა იგრძნობ დაღლას და, როცა მოგენატრები, მაშინ მოვალ და გიხსნი

ჰო, ჰო, ალბათ მოხვალ, მეც მიშველი,უაზროდ ვფანტავდი სიტყვებს და თან გაუცნობიერებლად, შეშლილივით ვაწყდებოდი კედლებს. მერე თითქოს გონს მოვედი, მისი შავი ქუდი და თეთრი პალტო ჩამოვხსენი საკიდიდან.

წვიმს. ქოლგას წაიღებ?

არ მინდა! – გაეცინა

მივდივარ მემე და გთხოვ, ნურავის უამბობ, რომ სიკვდილს უყვარდი და სიკვდილი გიყვარდა. გიჟად შეგრაცხავენ და ამას ვეღარ ავიტან.

, მემე. ბედნიერად! მერე რა იყო აღარც კი მახსოვს. კარი არ დაუხურავს, როგორც მაშინ, პირველად რომ წავიდა ჩემგან გაბრაზებული, მაგრამ მაშინ ვიცოდი, დაბრუნდებოდა.

***

თქვენ გაქვთ უფლება, გიჟი მიწოდოთ. თქვენ შეგიძლიათ, მემეს დაარქვათ გადარეული, შეშლილი, მაგრამ მე მაინც გეტყვით, მე ვიცნობდი სიკვდილს და ის სულაც არ ყოფილა უშნო და ბნელი. ნუ გეშინიათ მისი, ის უბრალოდ გვეხმარება ,გვთიშავს დროში

დამიჯერეთ, ადამიანებო! მეც ხომ თქვენი ნაწილი ვარ, დამიჯერეთ, რომ სიკვდილი შვებაა მხოლოდ. და, თუ შეძლებთ გამიგოთ, მაშინ შეძლებთ იცოცხლოთ კიდეც, რადგან ნამდვილი სიცოცხლე სიკვდილის შიშის დაძლევაა და სხვა არაფერი! (სხვა გზა არაა უბრალოდ…) და, როცა ძალიან მოგწყინდებათ, როცა იგრძნობთ დაღლას, მაშინ მოვა განწირული, მხარგრძელი ანგელოზი, აუცილებლად მოვა, და გიხსნით

***

(მას მერე რაც ბოლომდე ამოვიკითხე ეს ნაგლეჯები,

დავბრუნდი იმ ადგილას, სადაც მემე ცხოვრობდა.

მის შესახებ ვერაფერი შევიტყე. ეზოში მჯდომმა

მათხოვარმა კი, როცა შეიტყო მემეს ამბავს

ვკითხულობდი ეს ფურცელი მომცა.

აი, ის ფურცელიც. . .)

………………………………………………………………………………………………………………………..

მემეს

დრო ცოტაა. არასოდეს გვყოფნის. მენატრები და ვიცი ეს მონატრებაც მალე დამთავრდება, რადგან ვეღარ გავძლებ უშენოდ და ისევ მიწაზე დავეშვები ზეცაში გაზრდილი. მემე, შენ ერთადერთი იყავი, ვინც არ უარმყო, ვინც შემიყვარა, ვინც არ გამაგდო, ვისაც არ შეშინებია ჩემი ამბის მოსმენისას. ამიტომ, და არა მარტო ამიტომ, მე მიყვარხარ მემე. სწორედ შენ გამო მესიკვდილმა მივატოვე ზეცა ორი წელი და უარი ვთქვი ჩემს ხელობაზე.

შენც გიყვარდი და თან ისე ძლიერ, რომ მზად იყავი უჩემობა აგეტანა, ჩემ გარეშე ცხოვრება ხელახლა გესწავლა და გამიშვი. შენ უკეთ ხვდებოდი, რომ უჩემოდ კაცობრიობას აუცილებლად შთანთქავდა ჩემი ტირანი ძმააპოკალიფსი. შენ დამთმე მე კაცობრიობის გადასარჩენად, მემე და სწორედ ამიტომ მე საშინლად, აუტანლად მიყვარხარ. დღეს ვარ სიცოცხლეზე ბედნიერი, რადგან დროა შენმა სულმა დატოვოს სხეული და შეუერთდეს მარადისობას, ამისთვის კი აუცილებელია, მე მოვიდე შენთან და როგორც განშორებისას დაგპირდი გიხსნა, ძლიერად ჩაგიკრა იმ გულში, შენ რომ მაჩუქე საბრალოსა და მაწანწალა მათხოვრის სამოსში გამოწყობილს. მე დღეს ისევ გნახავ და ძველებურად ვიგრძნობ შენს თბილ სუნთქვასა და მსუბუქ სურნელს, მუდამ თავგზას რომ მირევდნენ გადარეულ სიკვდილს.

მოვედი, მემე. მე შენი დამჭკნარი ხელები, ნაოჭებიანი სახეც ისე ძლიერ მიყვარს, როგორც შენი თეთრი სული ბებერ სხეულში რომ სახლობს. ძველებურად აღარ, ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ მემე! მე აქ ვარ, მოვედი. გმადლობ, მემე, სიყვარულისთვის!

თქვენ კი ადამიანებო, გთხოვთ ერთს , რადგან სიყვარულია ჭეშმრიტება, ჭეშმარიტება კი თავადღმერთი!

2002.(მათემატიკისა და ფიზიკის გაკვეთილებზე)

6 thoughts on “რვა წლის წინ – ასე ვხედავდი, ასე ვწერდი, ასე მეგონა…

  1. ვაუ…. ძლიერი შთაბეჭდილება დამიტოვა… : )

    საინტერესოა რომ სიკვდილს გაბრიელი ჰქვია მარტო,

    ძაააალიან კარგია… მე ვგრძნობ რომ მომავალი მწერალი გვეზრდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: