***

ოცი წლის ბოლოს მივხვდი, არ ღირდა!
სიცოცხლე ისე, როგორც ვიცოცხლე,
ცხოვრება ისე, როგორც ვიცხოვრე,
და ომი ისე, როგორც ვიომე.
არც ის სიმშვიდე ღირდა რაიმედ,
შენ რომ ჯიბეში ჩამიდე ჩუმად.
არც ლექსის წერა ღირს და მაინც ვწერ!
მერე კი დავწვავ ან დავარიგებ თბილისში მუქთად.
ოცი წლის ბოლოს მივხვდი, დავკარგე
დრო გაწოლილი შიშველ სხეულზე,
მზე ანთებული ოთახის ჭერზე,
და გზა, რომელიც ეკიდა ბეწვზე,
დავკარგე, ვკარგავ და მეკარგება! . . .
დღეს ვნატრობ თავთან სიმშვიდე მეწვეს.
ხვალ საწოლიდან მე თვითონ ვაგდებ,
ზეგ სიმშვიდესთან სრულ კავშირს შევწყვეტ!

2 thoughts on “***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: