შენი ბრალია

შენი ბრალია, რომ ვისწავლე ჭერზე მზის ხატვა.

შენი ბრალია, რომ ვიყიდე აკვარიუმი.

შენი ბრალია, რომ მაცვია წითელი პალტო.

შენი ბრალია, რომ მომეცი, რაც არ მეკუთვნის.

შენი ბრალია, რომ ყოველ დილით

თვალდახუჭული ვეძებ შენს სახეს ყვითელ ბალიშზე.

შენი ბრალია, რომ აღარ აქვს მნიშვნელობა,

აღარც წარსულს და არც ხვალინდელს.

შენი ბრალია, რომ სიგარეტის ბიჩოკებით ამომეწვა მწვანე საბანი

და დაემსგავსა ჩემი ოთახი შენს ერთ-ერთ ნახატს.

მე სინდისი მკლავს, თუ როგორც ქვია მდგომარეობას,

როცა შენს სურათს ვუყურებ ხოლმე და მახსენდება,

რომ ის ახლა მკვდრის სურათია.

ერთი კვირაა შუაღამისას მეღვიძება და მეწერები.

შენი ბრალია, რომ აღარ მაქვს ხვალის ნერვები.

შენი ბრალია, რომ გაუხდელს მძინავს მთელი დღე.

შენი ბრალია და შენ იცი, რომ კიდევ ერთ,

ასეთ ღამეს ვეღარ გავუძლებ.

ჩემი ბრალია, რომ ოდესღაც შავ-თეთრი დღე გავაფერადე,

შენი ბრალია, რომ ერთ დღესაც ყველა ფერი განაცრისფერდა.

ყრუ სინდისი კი მაინც მომკლავს, რადგან მინაწერს

შენს ფოტოზე ყოველ დღე ხედავს:

“ხელისგულებით გამოვატანე მე ეს ფერები შენთან ბრმა ღმერთებს,

შენ კი,  უღმერთომ,  ერთი ფერიც ვერ გაიმეტე და ეგ სიძუნწე, ჩემი ბრალია…!”

One thought on “შენი ბრალია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: