Do Not Disturb!

Monday, November 21, 2007
[02:38:03 AM] meme said:

არ მიყვარს შენზე წერა. არასოდეს გამომდის. რადგან ისეთი განწყობით ვიწყებ, რომ მერე სულ ერთია. მართლა არ მიყვარს, მაგრამ ახლა რომ არ დაგწერო, სულ მთლიანად წამეშლები ქვეცნობიერიდან (ცნობიერში უკვე აღარ არსებობ დიდი ხანია). ეს კი არ მინდა. ვცდილობ აღვიდგინო შენი სხეული, სიმაღლე, კანის ფერი, თმა, ცხვირ-პირი და ფოტორობოტივით აგაწყო მეხსიერებაში. მერე ვიღებ ფანქარს და ვთხოვ, დამეხმაროს შენს დაწერაში. უნდა შევძლო. უნდა დაგწერო, რომ მერე, როცა მეხსიერებიდან საბოლოოდ ამომეშლები, შპარგალკასავით წაგიკითხო, გადმოგიწერო, აღგიდგინო.
ღვინისფერი თვალები ყველაზე უკეთ მახსოვს და შენი “პახოტკა”. ზაფხულობით რამდენს ვიცინოდი ხოლმე შენს სიარულზე, ისე გულიანად ვიცინოდი, რომ შენც გაცინებდი და გემრიელად მკოცნიდი შიშველ მხრებზე. ძალიან მომენატრე. ასეთი გულწრფელი ერთხელ მაინც რომ ვყოფილიყავი ალბათ ახლა ამის წერა არ მომიწევდა და ისევ გვერქმეოდა შეყვარებულები. მაგრამ ვერ ვიტან იმაზე ფიქრს, რაც არ ყოფილა და თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. სისულელეა და მდიდარ ფანტაზიას მოითხოვს. არადა შენც იცი გულწრფელი ვიყავი ყოველთვის. მაგრამ არ ვიცოდი, მართლა არ ვიცოდი, რომ უფრო მეტი გულწრფელობაც შეიძლებოდა. მაგალითად, ასეთი. ხედავ?! თანდათან გამომდის შენზე წერა. ეს ჩემი ყველაზე უსინდისო საქციელია ამ 18 წლის მანძილზე, რაც ჯერ კიდევ ჩვილის ბორძიკით დავბოდიალობ ამ პლანეტაზე და ვერაფერი გამიგია ფიზიკის კანონებისა: ხახუნის ძალა, გრავიტაცია, რადიაცია, ირადიაცია და საერთოდ გაუგებარი ვარ. თან, როგორც უკვე ვთქვი უსინდისო გაუგებარი. მაგრამ, ის უფრო უსინდისობა (ან დისკომფორტი) იქნებოდა, რომ არ მეთქვა, მენატრები.
ალბათ ისევ მხედავ ხოლმე შენი აივნიდან დილით, როცა ლექციებზე მივდივარ და ისიც შენიშნე, რომ თვალები გამიმუქდა და თმაც შავად შევიღებე.😛 ასე უფრო ვგავარ იმ ქალს, შენ რომ ხატავ ხოლმე და მერე სულელივით მიმტკიცებ, შენ ხარო. ეტყობა, ასეთს მხედავ. სხვათაშორის, ის სათამაშო წიწილა ისევ იმ ადგილას დევს, ისევ ყვითელია და ისევ დიდი ლურჯი თვალები აქვს. ოღონდ ძალიან მტვრიანია და მკვდარი ყვითელის ფერი დაედო. ვერ ვრეცხავ, მითხრეს რეცხვაში ფუჭდებაო. ჰოდა მირჩევნია ჯანმრთელი იყოს და მტვრიანი. ეგაა, ვეღარც ვეფერები და ჩემთანაც ვეღარ ვაწვენ, მტვერზე ისევ ალერგია მაქვს. მაგრამ დედას გეფიცები, ისევ ისე ძალიან მიყვარს და არც ოთახიდან გამიგდია. ჩემთანაა! მეტი არაფერი მახსენდება.🙂 არადა შენ ესეც გაგაკვირვებს ვიცი. არასოდეს მომიწერია, მითუმეტეს არ დამიწერიხარ. ჩემს ნაწერებს კი ყოველთვის კითხულობ, და თუ ჩემით არ განახებმ შენ მთხოვ წამაკითხე ახალი თუ რამე გაქვსო. ჰოდა მაქვს და გიგზავნი. ახლა online- ში არ ხარ, როცა შემოხვალ დაგხვდება. დავით, ისე ერთი თვეა არ შემხმიანებიხარ მახსოვს ბოლოს შენს თავზე გაბრაზდი და დამემუქრესავით აღარ შეგაწუხებ ქალბატონოო …… იმის მერე სულ invisible ხარ. კაი რაა… (hug)

Friday, November 25, 2007
[02:38:03 AM] meme said:

გუშინ ნიკა ვნახე. ისე ვღრიალებდი, მარჯანიშვილზე ნაცნობმა ბომჟმაც კი სიბრალულით შემომხედა და შენელებული შავ-თეთრი კადრივით ჩამიარა.

ერთი საათია სასაფლაოდან მოვედი.
ვერ გიხსენებ.
გკითხულობ.
მენატრები.

(hug)
(hug)
(hug)
(hug)
(hug)
(hug)
(hug)
…………………………………………

3 thoughts on “Do Not Disturb!

  1. თამო არაფერს არ ვიტყვი აქ ოკ?? უბრალოდ გისაყვედურებ აქამდე რომ არ მითხარი რომ ბლოგი გქონდა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: