***

მე ვწერდი ლექსებს და კომბლებივით ვაწყობდი ჭერში.
ახლა ვეღარ ვწერ.
უსინდისოდ ვიწერ შენგან.
შენ ცხოვრობ შიგნით, მდგმურივით ჩემში
და ბინის ქირას სუფლიორობით მიხდი ყოველ თვე
ან თვეში ორჯერ,საუკეთესო შემთხვევაში,თითქმის ყოველ დღე.
და ჩვეულებრივ, ყველა სხვა სუფლიორივით,
გაბრაზებული ხარ რეჟისორზე,
რომელიც მუდამ ამ უტვინო მსახიობებზე ხარჯავდა დროს
და ამიტომაც ვეღარ გამჩნევდა შენ – ყველაზე დიდ მსახიობს!
არადა იცი, ზეპირად იცი ყველას როლი, ყველა სტრიქონი,
მაგრამ დროდადრო შენვე ხვდები,
ნიჭი სხვა რამის არ გაგაჩნია
და ამიტომაც, გაბედნიერებს, თუნდაც ის, რომ ხარ სუფლიორი.
მაშასადამე…
ძველებურად მიკარნახებ ხვალ ყველა სიტყვას, თუ დამავიწყდა.
შემომაშველებ წერტილ-მძიმეს, სიცილ-ტირილს,
გამახსენებ რისი თქმაც მინდა,
მაშინ,
როცა ფანქრის ნატეხს ავიღებ ხელში,
გაღვიძებული შუაღამისას…
როგორც ახლა
და აღმოვაჩენ, რომ ეს კარნახი
ჩემს გაღვიძებად პრინციპში ღირდა!

2 thoughts on “***

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: