***

არ მეძინებაო – შემომჩივლე და გამეღიმა…
გამიბრაზდი და გადაბრუნდი.
გუშინ არ მითხარი, სულ მკვდრები მესიზმრებაო?!
და ვეღარ მიგიხვდი, უძილობას რაღატომ დარდობდი.
მერე მე და შენმა ზურგმა ვისაუბრეთ, ბევრი და საჭირო.
ბოლოს ზურგსაც შენთან ერთად ხვრინვით ჩაეძინა.
ჩვენ გიყურებდით და გვშურდა შენი, მეც და სიგარეტსაც,
რადგან იმ ღამით,მკვდრითა თუ უმკვდროდ,ძილი არ გვეღირსა.
წარმოვიდგინე, ვის ნახავდი სიზმრად და სისხლმა
თითქოს უკუღმა დაიწყო ბრუნვა, გადაირია.
წარმოვიდგინე, რა ბედნიერი მეწექი გვერდით.
თუ რას უდრიდა გაცოცხლება დედის და ძმისა.
(თუნდაც სიზმარში)
და მივხვდი მაშინ, რატომ დარდობდი უძილობას
ან რად გაბრაზდი…
იმასაც მივხვდი, ზურგით წოლა რასაც ნიშნავდა,
რომ სიხარული სიზმრებისა შენც კი არ გყოფნის
და სხვა გზა არ გაქვს,
ყოველ ღამით ზურგით მიმალავ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: