შობა

ვეღარ გამიგია, რატომ არ ვნებდები,
როდემდე ვაპირებ თავის მოტყუებას…
აპოკალიფსივით თავზე დამენგრევი
და ჩემს მომავალსაც შთანთქავ პოეტურად.

დროსთან დიალოგი არ გამომივიდა,
არც მე დამინდო და შენ სულ გაგაგიჟა,
ღმერთმა არ იცოდა, თორემ მიშველიდა,
ღმერთი მიშველიდა, რომ არ დამეკარგა…

რომ არ დამეკარგე, არ მეტკინებოდი,
ერთი წელიწადი ერთ დღეს დაემსგავსა,
არადა ამბობენ, არა ჰო ამბობენ?!
რომ დრო ნელა გადის… მე კი გამეფანტა.

ჰოდა გამეფანტე… და ისევ ამტკივდი,
გრნობებეს წიგნებივით ვითვლი თაროებზე,
მერე კი ჭაღზე ლურსმნით მზეს ვაჭედებ,
და გულსაც ვიმშვიდებ, რომ აღარ გამექცეს…

უკვე გვიანაა… დღეს შობის ღამეა…
ბეთლემს იშვა ქრისტე, ქრისტე – ქრისტიანთა,
უფალო მიმიბარე, უფალო შემინდე…
მწირი ვარ, ადამის ტომის მიმდევართა.
ცოდვილი ცოდვილთა შვილი თუ ვიქნები,
ყველა ცოდვილია, მაგრამ უცოდველად…
ღმერთო ჭეშმარიტი გზა თუ კი ვიპოვე,
ჩემი ჯვრის ტარების აღარ მეშინია.
და მე ჩემებურად ავივილი გოლგოთას…
და მე ჩემებურად გიწამებ უფალო…
ღმერთი ხომ ერთია, სამი სამოსელით
და ღმერთმა შეუნდოს, ვინც იგი უარყოს…
დღეს შობის ღამეა… ქრისტე იბადება…

ჩემშიც დაიბადე. უფალო იესო!

One thought on “შობა

  1. ❤ ყოველთვის მიყვარდა შენი ლექსები, ყოველთვის სიამოვენბას განვიცდი❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: