ოთარ ჭილაძე – ყველაზე ჩემი

  

  შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!

არავითარი ბიოგრაფია! მხოლოდ რამდენიმე ფოტო …                    

ე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ….

2009 წ. 17 ივნისი

***

მე კარგად ვიცი, რას ველოდები,

მაგრამ არ ვიცი, რა მელოდება

და ამიტომაც ჩემი ცოდვები

მიუტევებელ რჩება ცოდვებად…

ვაჟას შემდეგ მხოლოდ ოთარ ჭილაძის კითხვისას ვიგრძენი, რომ ჩემი იყო! იმდენად ინტიმურია ეს პოეტი (მიუხედავად გენიალური პროზისა, მაინც პოეტად დარჩა) ჩემთვის, რომ მასზე საუბარიც კი მეუხერხულება. უფრო მეტიც – არ მინდა! ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვების წინაშე თავს ვიქებ და ნარცისიზმით ვარ შეპყრობილი, როცა ამ გრავიტაციაზე ვწერ! მწარე (მაგრამ ყველაზე მაღალპროცენტიანი, ანუ ხარისხიანი) შოკოლადივის გემოს მიტოვებს პირველი ლექსით დაწყებული, ბოლო რომანით დამთავრებული ჭილაძის ყველა ფრაზა. ცოტათი ვბრაზდები კიდეც, არა მასზე არა, ჩემზე, როცა გუშინდელ ჩემს ნაწვალებნასიზმრებნაფიქრს, მეორე დილით რომელიმე რომანში უკვე დაწერილსა და ნათქვამს აღმოვაჩენ. მაგრამ, როცა მახსენდება, ვინ დამასწრო, ცოტათი (რა სინდისით ვთქვა სრულებითმეთქი?!)  გადამივლისხოლმე.  სეა, მეტი არც მეწერინება და არც მინდა! “ხანდახან სიტყვები სათქმელს ვერ ამბობენ!”

***

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,

მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,

რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,

შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.

გადიან წლები და ფიქრით დაღლილს

გადაუხდელი მრჩება ვალები

და მეკარგება მშობლების სახლი -

აუტანელი და საყვარელი.

მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,

ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,

ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი

ამდენი ცდის და წვალების მერე.

ალბათ ასეა ცხოვრების წესი,

მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,

და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,

რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.

მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი

და გადმოჰფინოს თეთრი აფრები

და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით

ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.

მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,

ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,

და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,

თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

***

აი, გავიდა ეს წელიწადიც

და ამჟამადაც დავრჩი უცვლელი:

კვლავ იმას ვიცავ, რასაც ვიცავდი,

კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი.

თუმცა ასეა, ასეა ყველა,

ვისაც ჯერ გული ხალისით უცემს.

მე მომემატა დღეს ერთი წელი

და ამდენივე მომაკლდა უცებ.

გარეთ კი ხმელი ფოთოლი ცვივა

და უფრო ადრე ბნელდება…(ბნელა).

ასე მგონია, შენსავით ცივად,

შენსავით მკაცრად მიმიღებს ყველა.

გწყალობდეს ღმერთი, ვით დღემდე გწყალობს.

ზემდეტს და უხამსს არაფერს გკადრებ.

მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ,

როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.

ასეა, თუკი რაღაცას ელი,

თუ იმ რაღაცას იმედით უცქერ…

მე მომემატა დღეს ერთი წელი

და იმდენივე მომაკლდა უცებ.

ყველას აკრეფას ფიზიკურად ვერ შევძლებ  :(სხვა შემთხვევაში,  სიამოვნებით დავდებდი  :)

აველუმი – ამონარიდები

მთავარი უბედურება კი ისაა, თავად რომ არის ადამიანი ყველაფერში დამნაშავე, თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება სულ, გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს უფრო მეტად, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით. მთელი სიცოცხლე ირჩევს, მაგრამ ალბათ ისე შეუერთდება ზღვას (ალბათ კი არა, შეუერთდა და ეგაა!), ანუ ისე დაიკარგება, გაითქვიფება, გაქრება უსასრულობაში, არარაობაში, სიკვდილში – არჩევანს ვერ მოასწრებს, საშოვარზე წამოსული, ხელცარიელი დაუბრუნდება გამჩენს. მიწა ხარ და მიწად იქეციო, ანდა, წყალი იყავ და წყლად წადიო – მიაძახებს მისი მარადიული მერყეობით გულგაწყალებული ჭირისუფალი. ……………………………………………………………………….

ყველანი დამნაშავეები ვართ ყველაფერში. აი, არსი ჩვენი არსებობისა! ყველანი დამნაშავენი ვართ, მაგრამ რაკი ყველანი ვართ დამნაშავენი, არავისა აქვს უფლება, მეორე ადამიანი დაადანაშაულოს რამეში, რამეში მაინც. მხოლოდ და მხოლოდ, თითოეული ჩვენგანის სურვილზე და, რასაკვირველია, პიროვნულ თვისებებზეა დამოკიდებული, ვაღიარებთ თუ არა დანაშაულს, რომელიც შეიძლება არჩ ჩაგვიდენია, მაგრამ რომელმაც თავისი თავზარდამცემი მაშტაბურობისა და სისასტიკის გამო, სამუდამო დაღი დაასვა ჩვენს ნებისმიერ სურვილს, მიზანსა და განზრახვას…ზემდეტი უნდობლობისა არ იყოს, ზედმეტი ნდობაც აბნევს და, აქედან გამომდინარე, აცდუნებს ადამიანს.საერთოდ ადამიანი ზედმეტს ვერაფერს იტანს, ვერც ჭირს, ვერც ლხინს. კი ამბობენ, იმაზე მეტი თუ არ მიეცი, რაც სჭირდება, გაპირუტყვდებაო, მაგრამ, ეტყობა, მაინც ადამიანს გააჩნია. გააჩნია “მოხმარების საგანსაც”. ზედმეტი ხურმა მუცელს გატკენს, ზედმეტმა პატივისცემამ კი,შეიძლება,გაგატუტუცოს

………………………………………………………………………..

ჭირი ფეხდაფეხ მოსდევს ადამიანს საუკუნიდან საუკუნეში, ერთი ეპოქიდან მეორეში. ადამიანი, რაც თავი ახსოვს, სულ ჭირს გაურბის და სიჩქარეში იმასაც კარგავს, რაც, თუნდაც, გაჩენისთვის ეკუთვნის. სიჩქარე ურევს თავგზას, სიჩქარე აბნევს და აცდუნებს… ………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

რაც არ არსებობს,ნაკლებად შემაწუხებელია თვალისთვისაც და სინდისისთვისაც. მაგრამ, რაც თვალს აკლდება, სულს თუ არ ემატება, მაშინ სიცოცხლე მართლა კიტრადაც არ ღირს

……………………………………………………………………….

ცოდვა ის კი არ არის, რასაც იძულებით ვაკეთებთ, არამედ მაინც რომ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც აუცილებელი არ იყო.

……………………………………………………………………….

ღალატი უაღრესად ადამიანური თვისებაა, მაგრამ ადამიანთა ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა ჩვეულებრივი უჩვეულოდ გამოიყურება, ადამიანური – არაადამიანურად…

……………………………………………………………………….

ადამიანი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაქტიკული ცხოველია.

……………………………………………………………………….

ქალი ხელისგულზე დაისვი, თავზე თვითონ დაგაჯდებაო.

……………………………………………………………………….

თავად ადამიანობა მობეზრდა ადამიანს.

……………………………………………………………………….

სიყვარულის დაუწერელი კანონით, ვინც გარბის, არა მარტო დამნაშავეა, არამედ წაგებულიც.

……………………………………………………………………….

ყველა ადამიანი სიმარტოვისთვის ჩნდება საერთოდ, დედის მუცელშივე ეჩვევა სიმართოვეს და, ამდენად სიმარტოვე მისთვის თითქმის ბუნებრივი მდგომარეობაც კია, მაგრამ ვიდრე ამას მიხვდებოდეს, სწორედ სიმარტოვისგან თავის დაღწევას ცდილობს ყველანაირად, უპირველეს ყოვლისა კი, სიყვალურის მეშვეობით, რაც გარკვეული დროის მანძილზე გამარჯვების ილუზიასაც კი უქმნის, ოღონდ მერე კიდევ უფრო ძნელი, კიდევ უფრო მტკივნეული ხდება ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება, ანუ, სიყვარულის ანტიპოდთან შეგუება, ანუ სასჯელის მოხდა.

……………………………………………………………………….

ხანდახან ადამიანები რა ადამიანურად ლაპარაკობენ!

„აი, გავიდა ეს წელიწადიც…“

არსებობს სხვადასხვანაირი სიკვდილი და არსებობს სიკვდილი, რომელიც ვერ კლავს. ერთი წლის წინ ჩემი თვე დაიწყო ამ სიკვდილით და „აი, გავიდა ეს წელიწადიც…“

თუ ვინმეზე შემიძლია ვთქვა, წამიკითხავსმეთქი – ოთარ ჭილაძეა.

აშკარად სულ სხვანაირად მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა. საერთოდ, არასოდეს გამომდის მნიშვნელოვანზე წერა, მითუმეტეს თუ ემოციებით ვარ ორსული. ჰოდა, რაც გამოვა იმას დავწერ ერთი, ჩემიანებისთვის კარგად ნაცნობი, ჩვევა მაქვს. წიგნს ეტყობა, რომ მე წავიკითხე. ფანქრის ,ხშირად კალმის, გარეშე ალბათ ათი წელია უკვე წიგნი ხელში არ ამიღია. ყველაზე მეტად კი ოთარ ჭილაძის პოეზიის კრებულსა და ექვსივე რომანს შეაეტყობთ, რომ წაკითხულია. თითოელი ლექსის ხელახლა წაკითხვისას მაინც საოცრად მიკვირდა, ვიღაც უცხო, თან გაცილებით უფროსი კაცი როგორ ახერხებდა, ჩემთვის თავის ასე მოწონებას, რომელიც ბოლოს ,რა თქმა უნდა, სიყვარულში გადაიზარდა (რა ბანალურფატალური ფრაზაა). ოღონდ არ იფიქროთ, მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ წერდა. არა. თუ რატომ ამას თქვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შემიყვარდა. რომანებზე არაფერს ვიტყვი, ვისაც რომელიმე მაინც წაგიკითხავთ და არ თვლით, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ოდესმე შეგხვედრიათ, მაშინ იცოდეთ – ცუდი გემოვნება გაქვთ! ნუ მიწყენთ, თუმცა რატომაც არა, უნდა გეწყინოთ, სწორედ მაგიტომ გითხარით მეც. მერე თანდათან წიგნში ხაზგასმული სტრიქონები და ციტატები ცალკე გროვდებოდა და ასე შეიქმნა რვეული – „ყველაზე ჩემი“. ამ რვეულით იწყება ყოველი თუ არა, თითქმის ყოველი , დილა და თენდება აუცილებლად ყოველი ღამე. რასაც არ უნდა ვკითხულობდე, ბოლოს, თუნდაც ხუთი წუთით ამ რვეულს ვუბრუნდები და მერე ან ვიძინებ, ან უბრალოდ კითხვას ვწყვეტ. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორ გამიხარდებოდა (და ეს სიტყვა ნამდვილად ვერ გამოხატავს ზუსტ ემოციას, ზემდეტად მშრალია საიმისოდ), როცა ოთარ ჭილაძის „ჩანაწერების“ პრეზენტაციაზე დასწრების request მომივიდა გამომცემლობა ინტელექტისგან.

დეჟა ვუ… უცნაური გრძნობაა, როცა სხვისგან ვისმენ იმას, რაც ზეპირად ვიცი, რაც ყველაზე ჩემია. უხერხულად ვგრძნობ თავს. მგონია, ვიღაც მეცილება, მართმევს და ისაკუთრებს ჩემს რვეულს. მაგრამ წიგნს ხელში ვიღებ თუ არა, ვხვდები, რომ სისულელეა. ეს „ჩანაწერები“ ყველასია, ის რვეული – მხოლოდ ჩემი!

ახლა ორივე ჩემს მაგიდაზე დევს ტყუპებივით. როგორც ყველა ტყუპის, მათი გარჩევაც შესაძლებელია, თუ ყურადღებით დააკვირდები ნაკვთებს. ჯერ ხელს არ ვკიდებ… ვცდილობ უფრო გავიხანგრძლივო ამ დაკვირვების სასიამოვნო გემო, რომ დიდ ხანს გამყვეს. რამდენიმე დღე თვალს შევაჩვევ და მერე დავიწყებ კითხვას. არადა, შენ ჰო იცი, რა ცუდად ვიყავი. მიშველა.

ჩემი შემოდგომა (რომელიც ოქტომბერს მოიცავს) წელს საჩუქრით დაიწყო. „კარგად იყავით,მადლობთ. მშვიდობით.“

8 thoughts on “ოთარ ჭილაძე – ყველაზე ჩემი

  1. ეხლა ვკითხულობ ჭილაძის ”გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”-ს :-) და გემეხარდა ეს პოსტი რომ ვნახე :-)

  2. შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!<— ძალიან მიყვარს ეს სიტყვები

  3. სიყვარულს, ჯოხისგან განსხვავებით, ერთი ბოლო აქვს მხოლოდ, თანაც შუბის წვერივით წამახული, და შენივე სურვილით უნდა დაახიო ზედ გულ–მუცელი. [აველუმი] … mafanateBs cHIladzIs sHemoqmedebazE!

  4. vaimeee vgijdebi am kaczee..nebismiers mirchevnia… ramden arachveulebriv rames dawerda kidev rom ecocxlaaa..geniaaaa….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: